
"სევილიას" თავკაცმა უნაი ემერიმ, რომლის გუნდიც უფრო ადრე გახდა ევროლიგის გამარჯვებული, "ტვიტერზე" ჩემპიონთა თასის ფინალში გამარჯვება მიულოცა "ბარსელონას".
"გილოცავ, ბარსელონა! თბილისში შეხვედრამდე!", - დაწერა ემერიმ მას შემდეგ, რაც ფინალში "ბარსელონამ" "იუვენტუსი" დაამარცხა.
შეგახსენებთ, სუპერთასის ფინალი წელს საქართველოში, თბილისში იმართება. 11 აგვისტოს აქ ერთმანეთს "სევილია" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.