
ფიროსმანის ტილო "არსენალის მთა ღამით", რომელიც რუსულ არტად იყო შეტანილი "კრისტის" აუქციონზე და 1 486 100 დოლარად იყო შეფასებული, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუქზე" ავრცელებს კულტურის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, რომელიც წერს: „დღეს ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანი იყიდა!!!არსენალის მთა მალე თბილისში იქნება!!!“.
1957 წელს, "არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.
მახატის შეძენისა და საქართველოში დაბრუნების მიზნით სოცქსელებში რამდენიმე ჯგუფი შეიქმნა, სადაც მოქალაქეები ტილოს ერთობლივად შეძენის გზებზე მსჯელობდნენ. ინიციატივა მომღერალ ნიაზ დიასამიძეს ეკუთვნის, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, თითო ლარი მაინც გაეღო ნახატის შესაძენად.