
ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ემინ აგალაროვმა და ილჰამ ალიევის ქალიშვილმა - ლეილამ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ერთმანეთს გასცილდნენ.
"ბევრისთვის არაა საიდუმლო, რომ ლეილასა და ჩემი ქორწინება ბოლო პერიოდში ფორმალური ხასიათისაა: ჩვენ ცალ-ცალკე, სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ. დადგა დრო, ოფიციალურად გავაფორმოთ განქორწინება", - დაწერა "ტვიტერში" ბიზნესმენმა.