-
2015-05-29 22:58
ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას საქართველოშიც ადასტურებენ. ამავე დროს, როგორც ირკვევა, სააკაშვილი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობასაც ინარჩუნებს.
პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ეკა ხერხეულიძე წერს:
"მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა ოდესის გუბერნატორად,სადაც 3 მილიონი უკრაინის მოქალაქე ცხოვრობს(ამასთანავე, ინარჩუნებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობას)".
შეგახსენებთ, თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეკოლოგიის მინისტრმა გაავრცელა და უკრაინელმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43