გოგა ხაჩიძის პირველი გამოხმაურება და ზურაბ ჯაფარიძის პასუხი ელისო კილაძეს

Image

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის მიზეზებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პარტიის ოთხი ყოფილი წევრი: პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი მელაძე რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებს, მანამდე კი ორი დეპუტატი „ფეისბუქზე“ ეხმიანება ბოლო მოვლენებს. 

 

დეპუტატი გოგა ხაჩიძე ორი დღის განმავლობაში არსებულ გამოხმაურებებზე აკეთებს აქცენტს და მათ აფასებს, ხოლო ზურაბ ჯაფარიძე 26 მაისის „არჩევანში“ ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს. თავის მხრივ, ელისო კილაძე „ოთხეულის“ განცხადების შემდგომ გასამჟღავნებელ სკანდალურ ფაქტებს აანონსებს.

 

გოგა ხაჩიძე:                   

 

"მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების „ნაციონალური მოძრაობადან'" წამოსვლას მოჰყვა. უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც - იაფფასიანი სისულელე. ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არც თუ ისე მარტივი და კარგად გასააზრებელი ნაბიჯი.

 

როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა - „ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე." დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს. წინ მნიშვნელოვანი საქმეებია. პატივისცემით".

 

ზურაბ ჯაფარიძე:

 

„რომ შევაჯამოთ ელისო კილაძის უზუსტესი ინფორმაცია:

 

ვანო მერაბიშვილმა ციხიდან წამოიწყო ახალი თამაში. ვინმე ვაჟა ლილუაშვილის მეშვეობით ჩვენ გამოგვიყვანა ენმ-იდან. შემდეგ დაგვეხმარა კიევში 'ივერიასთან' საიდუმლო შეხვედრის ორგანიზებაში, რომლის მიზანიც იყო ჯაბა ებანოიძის უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან კარის გამოჯახუნებით წამოსვლა.

 

შემდეგ ლატვიაში ჯოზეფ ქეის გაახსნევინა ჩვენთვის ანგარიში, სადაც ივანიშვილის მთავრობას ჩაარიცხინა მილიონები. და ეს ყველაფერი დაიგეგმა წყალტუბოში, სავარაუდოდ დეპუტატ ბუკიას კუთვნილი სასტუმროს (გავდა) ვერანდაზე გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდა პრემიერის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი.

 

ეს გრანდიოზული გეგმა კი დასრულდება იმით, რომ ჩვენ შევქმნით ფრაქციას დეპუტატ ფეიქრიშვილთან და დეპუტატ შავლოხაშვილთან ერთად (დასაგუგლია ორივე)

 

ჰოდა, ამ ვითარებაში, ვოლსკის რა უხაროდა დღეს?“.

 

ელისო კილაძე:

„ხვალ ამ ოთხეულმა ბრიფინგი გამართოს და მერე მე მოგიყვებით ციხის კადრებზეც, ვანოს და კიდევ უფრო ადრინდელ აგენტებზე, სუსის მიერ დაფინანსებულ ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე. ამჟამინდელი გარიგებების კულუარულ დეტალებზე და ყველაზე მთავარზე, რაც ვიცი რომ ასე გაინტერესებთ...

ძილი ნებისა და მუხლებს რომ იტყავებთ ეკლესიებში შეგახსენებთ მაინც-ფარისევლობა ცოდვაა !“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !