თამარ ჩერგოლეიშვილი: წასვლის მიზეზი პოლიტიკური უმწიფრობაა

Image

ტელეკომპანია „ტაბულის“ დირექტორის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი პირის წასვლის მიზეზი პოლიტიკური უმწიფრობაა. „შეიძლება, საბაბად სხვა დასახელდეს, მაგრამ მიზეზი ეს მგონია“, - თქვა მან „არჩევანში“. 

 

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, პარტიიდან ცალკეული პირების წასვლაში ტრაგიკული არაფერია, არც ის მიაჩნია საგანგაშოდ, რომ პარტიის შიგნით აზრთა ჭიდილი არსებობდეს, მაგრამ „თუ სიტუაცია იქამდე მიდის, რომ პარტიის დატოვება გიწევს, ამისთვის ცალკეული რგოლები არსებობს - პოლიტსაბჭო და სხვა ორგანოები, წესიერი ადამიანები ასე იქცევიან“, - თქვა ჩერგოლეიშვილმა.

 

თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ნაცმოძრაობიდან წასულებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ პარტიის სხვა წევრებთან შედარებით. მისი თქმით, პროგნოზი ძნელია, მაგრამ ნაცმოძრაობიდან სხვა პირების წასვლას ამ ეტაპზე არ ელოდება: „ეს ტალღა უკვე გადავლილია“, - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

მისი თქმით, პარტიის ოთხი წევრის ეს ნაბიჯი განსაკუთრებით არალოგიკური იყო იმის გათვალისწინებით, როცა „ქვეყანა შარშია“. თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ როცა შიდაპარტიული უთანხმოება არსებობს, პოლიტიკოსი ძალას უნდა ასხივებდეს:

 

"აღმასრულებელი მდივანი მიდის პოსტიდან ფაქტობრივად უბრძოლველად, იმიტომ, რომ პარტიის რაღაც შიდა პრობლემები ვერ მოაგვარა. ამომრჩევლისთვის მიმზიდველი ხდება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალას ასხივებს და არა უძალობას. ახლა, როცა აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ჩემს პარტიაში პრობლემები ვერ მოვაგვარე, უთანხმოება ვერ დავალაგე და წამოვედი, ამომრჩეველი რატომ უნდა ენდოს მას?

 

რატომ უნდა გადაწყვიტოს, რომ ის მის პრობლემებს მოაგვარებს? მე ეს აბსურდი მგონია და შესაბამისად, ძალიან ვშიშობ, რომ სწორი შეხედულებების მქონე ადამიანები, თუნდაც სუსტი ნებისყოფის, მაგრამ სწორი შეხედულებების ადამიანები შესაძლოა პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრნენ 2016 წლისთვის და ეს ძალიან სამწუხარო იქნება" - თქვა ჩერგოლეიშვილმა "არჩევანში". 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !