-
2014-02-07 22:09
ექს ან პროვანსში მყოფი, სასამართლოდან საქმის საბოლოო განხილვამდე გათავისუფლებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი „ფრანს პრესის“ მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოები თავმოყრილია ალბომში French Life და მათზე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომი პირველი წუთებია აღბეჭდილი.
ექს ან პროვანსის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობიდან 3 თებერვალს გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის გირაოს სანაცვლოდ, გამოძიების დასრულებამდე გათავისუფლდა.
საბოლოო გადაწყვეტილება 27 თებერვალს იქნება მიღებული, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სასამართლომ უარი თქვა ექს–თავდაცვის მინისტრის ექსტრადიციაზე.





თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43