
გავრცელებული ინფორმაციით ,,ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ოთხმა წევრმა დატოვა. მოგვიანებით ინფორმაცია თავად ოთხეულის ერთერთმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ დაადასტურა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფიციალური განცხადება სავარაუდოდ ოთხშაბათს გაკეთდება.
,,პარტიაში გაიმართება შეხვედრა და როცა იქნება ცნობილი, გავაკეთებთ განცხადებას,“-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამ წუთებში, პარტიის ოფისში თათბირი მიმდინარეობს.