დოდონა კიზირია: "არაფერი გვეშველება, თუ თავს არ ვუშველით..."

Image

ინდიანას შტატის უნივერსიტეტის პროფესორი დოდონა კიზირია 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას ეხმიანება. 

 

"ღმერთო რა დღეში ვართ! ფუი ამ მთავრობას! რა გვეშველება! ეს რა დღეში ჩაგვაგდეს! ბევრი მსგავსი შეძახილებით და მთავრობისა თუ სხვა ოდიოზური პიროვნებების ლანძღვით სავსეა ფბ. 

 

ერთ რამეს გეტყვით, მეგობრებო, რაც თქვენც კარგად იცით - არაფერი არ გვეშველება, თუ თავს არ ვუშველით. ძალიან მერიდება ამის თქმა, ვინაიდან ფიზიკურად არა ვარ საქართველოში და არ შემიძლია პირადად მივიღო მონაწილეობა ამ საქმეში. მაგრამ არც ის შემიძლია არ ვთქვა, როგორი დაღონებული ვარ იმით, თუ რა მცირე რაოდენობის ადამიანები აქტიურობენ და თანაც თითქმის ყოველთვის ერთიდაიგივე სახეები. ჩემი უღმესი პატივისცემა მათ საქმიანობას!

 

აი, თუნდაც რეაქცია 26 მაისთან დაკავშირებით. ძალიან ბევრმა განაცხადა, რომ არ წავა აქციაზე, რადგან არ სურს გვერდზე დაუდგეს ირაკლი წერეთელს. არ მესმის, რა შუაშია ირაკლი წერეთელი! განა მის გარდა სხვას არ მოუვიდოდა აზრად ამ დღის აღნიშვნა?! ეს დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ირაკლი წერეთელის მოგონილია?

 

როგორც ადრე დავწერე, კარგი იქნებოდა, ეს აქცია ოფიციალურად დაანონსებულიყო, მაგრამ რახან ეს არ მოხდა, არ ნიშნავს, იმას, რომ არ უნდა ჩატარდეს, მხოლოდ ისეთ დროს და ადგილას, სადაც არ მოხდება პოლიციასთან შეტაკება, რაც მხოლოდ მთავრობის წისქვილზე დაასხავს წყალს.

 

ვიღაცამ გამოთქვა აზრი, რუსთაველზე გავიდეთ, როცა მთავრობის მიერ მოწყობილი ცირკი დამთავრდებაო. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება. მაგრამ სხვა ბევრი ადგილიცაა, სადაც შეიძლება აქციის ჩატარება. არა უსათუოდ და მხოლოდ თბილისში, არამედ ყველგან, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში. ფბ-ზე ლანძღვა არაფერს გვიშველის.

 

თუ ამით შემოვიფარგლეთ, მაშინ ივანაშვილს, დღევანდელი საქართველოს მფლობელ-გამგებელს ყოველთვის ექნება მიზეზი თავდაჯერებით სთქვას, როგორც არაერთხელ უთქვამს, ხალხი დიდი ნდობა მაქვსო." - წერს "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე დოდონა კიზირია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !