ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი სოჭში ჩავიდა და ის მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.
ამის შესახებ ინფორმაციას „იტარ–ტასი“ ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის მთავრობის მიწვევით, ოლიმპიადის გახსნაში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩერქეზული (ადიღეური) დიასპორის წარმომადგენლები.