
ფრანგული გამოცემა „Le Monde“ სოჭში მაწამნწალა ძაღლებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.„სოჭში მაწანწალა ძალღლებთან დაკავშირებით პრობლემებია. ქალაქში ათასობით ცხოველი დაიარება ზამთრის ოლიმპიადის დაწყებასთან ერთად. მათ თავშესაფარი სწორედ ამ ქალაქში იპოვეს.
ისინი საკვების ნარჩენებით იკვებებიან, რომლებიც მომუშავე პერსონალის მიერ არის დატოვებული. მაწანწალა ძაღლები ქალაქის ცენტრს შეეჩვივნენ. უპატრონო ცხოველები ოლიმპიურ სოფელსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვიხილეთ. ოლიმპიადის დაწყების წინ, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, მუშები წასულები არიან, თუმცა, ცხოველები კვლავ დაიარებიან თავისუფლად და ტურისტებს მათთან შეხვედრა უწევთ.
სწორედ ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფლება მათთან გამკლავებას ცდილობს. ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსეი სოროკინმა „ასოშიეტედ პრესს“ განუცხადა, რომ მას აქვს დავალება, მაწანწალა ძაღლები „დაიჭიროს და გაუმკლავდეს მათ“.
იგი თავს იკავებს, კონკრეტულად აღწეროს ის მეთოდები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს კომპანია ათასობით უპატრონო ძაღლს. იგი არ ამბობს, რა მეთოდებით დახოცავენ ძაღლებს და სად განთავსდება მათი ლეში. როგორც სოროკინი აცხადებს, ცხოველების ლეშზე ზრუნვა მის კომპეტენციაში არ შედის.
გასულ კვირას ბატონმა სოროკინმა მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის რეპეტიციაში. „ძაღლი სტადიონზე გამოვიდა“, - აღნიშნა მან. „ღმერთმა არ ქნას, რომ რაღაც ამის მსგავსი ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნაზე მოხდეს. ეს მთელი ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება“, - განაცხადა სოროკინმა.
სოროკინის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი კვირა მისცა მაწანწალა ძაღლების მოსაცილებლად: „მათ ჩვენ ორშაბათს განგვიცხადეს, ან თქვენ მოაცილებთ ძაღლებს, ან ჩვენ დავხოცავთ მათ“, - წერს ჟურნალისტი.
გამომცემლობა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოჭში უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში 300 მაწანწალა ძაღლი მოკლეს. მათ წინააღმდეგ ქიმიური ინექცია გამოიყენეს.
The New York Times-ის ცნობით, ვაშინგტონი ამ ქმედებით შეშფოთებულია, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ კი გასულ ორშაბათს, ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა, სადაც საუბარია იმაზე, რომ უნდა შეწყდეს სოჭში უსახლკარო ცხოველების წამება და დახოცვა.
ორგანიზაციამ პუტინს მისი ლაბრადორი კონი შეახსენა, რომელთან ერთადაც რუსეთის პირველი პირი რეგულარულად პოზირებს და სურათებს იღებს. „პუტინმა პრობლემის არსებობა აღიარა, თუმცა მას ალტერნატივის შეთავაზება არ შეუძლია“, – წერს „მონდი“.