
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა ანდრე ტკაჩევმა ევრომაიდნელები დაწყევლა. შესაბამისი ვიდეომასალის თანხლებით ინფორმაციას „კორესპონდენტი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ტკაჩევი კიევო–პეჩორას ლავრის სასულიერო პირია. იგი უკრაინელია და, ფაქტობრივად, საკუთარი ხალხი დაწყევლა:
„რევოლუციას სიკეთე არასდროს მოაქვს. პირადად მე იმისთვის ვლოცულობ, რომ უფალმა ჩანერგოს ძრწოლა აჯანყებულთა ძვლებში. რომ უფალმა გაუგზავნოს მათ უძლურება სახლში და ქუჩაზე, რომ მათ მოსვენება არ ჰქონდეთ... რომ მათ დაჯიჯგნონ ერთმანეთი. დაე, ასპიტმა დაჯიჯგნოს ასპიტი – ამაზე არ ვინაღვლებ. ისინი ჩვენი მომავლის საშიში მტრები არიან, და დღევანდელობის საშიში მტრებიც. მე არ მეცოდება ისინი, მე მათთვის არ ვლოცულობ...“ – ამბობს სასულიერო პირი.