-
2014-02-07 12:53
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეკონომიკის განვითარება ქვეყანამ სწრაფი ტემპით უნდა დაიწყოს,
რადგან საქართველო მომხმარებელი ქვეყნიდან მწარმოებელ ქვეყნად იქცეს. ამის შედეგად კი საქართველო გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას მიაღწევს:
„თუ სწრაფი ტემპებით არ დავიწყეთ ეკონომიკის სექტორის განვითარება, რათა მომხარებელ ქვეყნიდან ვიქცეთ მწარმოებელ ქვეყნად, რის შედეგადაც მივაღწევთ გრძელვადიან ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას, ჩვენ მუდმივად ვიქნებით წარსულზე ორიენტირებული ქვეყანა, სადაც ორ ათეულ წელზე მეტია ხელისუფლება, არა მომავალზე ფიქრით, არამედ ძველი ხელისუფლების წარსულის ქექვით არის დაკავებული (ასეთ საქმეებს შესაბამისი უწყებები უნდა იძიებდნენ და არა მთელი ხელისუფლება).
წარსულის ძიების პარალელურად , გაცილებით მეტი დრო უნდა დაეთმოს მომავლის ძიებასაც. ხალხს სჭირდება მომავალზე ორინტირებული პროექტები, რომელთა მეშვეობით გადაიჭრება სიღარიბის, უმუშევრობის, ადგილობრივი წარმოების განვითარების პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავა წლები და საზოგადოება დასვამს იგივე კითხვებს, რასაც ორი ათეული წლის წინ - ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? რაშია გამოსავალი?“, - წერს ჩოჩელი.