
კატალონიაში "ბარსელონამ" "ბაიერნს" უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა და პირველი გოლი თამაშის 77-ე წუთზე გავიდა, "ბარსელონამ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სამ წუთში დუბლი შეასრულა ლეონელ მესიმ: მატჩის 77 წუთზე მან ანგარიში თავისი საფირმო დარტყმით გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე ულამაზესი გარღვევის შედეგად ნოიერს შანსი არ დაუტოვა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი "ბაიერნის" კარში მესამე გოლი ნეიმარმა შეაგდო.