
Instagram-ზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ავრცელებს ინფორმაციას სირიაში საველე მეთაურის რუსლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის შესახებ.
„მაჩალიკაშვილი ინტერნეტსივრცეში დაინტერესებას გამოთქვამდა, სად არის კადიროვის სპეცრაზმიო, ითხოვდა, რომ იგი გაეგზავნათ.
ყაჩაღებმა არ იცოდნენ, რომ კადიროვის სპეცრაზმი მიწის ყოველ მეტრზეა და მზადაა, ფეხებთან ყუმბარები აუფეთქონ მათ ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ.
მისი მოწოდება, როგორც ჩანს, შეისმინეს და სიკვდილმაც არ დააყოვნა, ეს უკანასკნელი სასწრაფოდ დამარხეს, დაკრძალვის ცერემონიალის ნაცვლად. რაც დაიმსახურა, ის მიიღო!“, - წერს კადიროვი.
მისივე თქმით, მაჩალიკაშვილი სირიელი ვაჰაბიტების ერთ-ერთი მეთაური იყო. კადრიროვი აცხადებს, რომ მან უამრავი უდანაშაულო ადამიანი დახოცა და შეურაცხყო ისლამური სიწმინდეები.
რუსლან მაჩალიკაშვილი, იგივე საიფულა, სირიელი აჯანყებულების ცნობილი საველე მეთაური იყო. ერთერთი ვერსიით, სირიაში საბრძოლველად ის პანკისის ხეობიდან წავიდა.