
გეგუთის კოლონიაში პატიმარი აცხადებს, რომ ციხის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვა თანამდებობის პირებმა სასტიკად სცემეს. პატიმარს სოლიდარობა ათასამდე მსჯავრდებულმა გამოუცხადა.
პატიმრები შიმშილობას ამ დრომდე აგრძელებენ. მათთან შეხვედრას სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი გეგმავს. კოლონიაში ვითარების შესაფასებლად ომბუსდსმენის წარმომადგენელი იმყოფებოდა.
მისი თქმით, ერთ-ერთ პატიმარს დაზიანებები მართლაც აღენიშნება, თუმცა დასადგენია კონკრეტულად რა მოხდა კოლონიაში. დაზარალებულს მთელმა კოლონიამ სოლიდარობა გამოუცხადა და შედეგად ათასამდე პატიმარი შიმშილობს.
კოლონიის წინ მთელი ღამის განმავლობაში მსჯავრდებულთა ახლობლები იყვნენ შეკრებილნი.
„გავიგეთ, რომ პატიმრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, ეუბნებიან, რომ „ნაციონალებმა“ რაც გაგიკეთეს იმაზე უარესს გაგიკეთებთო“, - აცხადებენ პატიმრების ახლობლები.