YahooSport–მა „აფხაზეთის რესპუბლიკას“ რეპორტაჟი მიუძღვნა

Image

პოპულარულმა YahooSport–მა, რუბრიკაში „სოჭის ფარდებს მიღმა“ რეპორტაჟი მიუძღვნა აფხაზეთს, როგორც "დაფარულ ქვეყანას", რომელსაც „აქვს საკუთარი პასპორტი, დროშა გერბი და ჰიმნი“.

 

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი ქვეყანაა, „რომელიც საქართველოს შემადგენლობაში ითვლება“, თუმცა, ამ აღნიშვნის მიუხედავად, სიუჟეტში საუბარია ცალკე ქვეყანაზე და არა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონზე.

 

ჟურნალისტი მარტინ როჯერსი ასევე, აღნიშნავს, რომ „ექვსი ქვეყნისგან შემდგარმა ბლოკმა, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს და მასში ნიკარაგუა და ვენესუელა შედის, აფხაზეთი სრულფასოვან სახელმწიფოდ აღიარეს“.

 

ჟურნალისტი იხსენებს ზაფხულში, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღზე“ მათ სტუმრობას სოხუმში და აცხადებს, რომ მაშინდელთან შედარებით ახლა საზღვრის გადაკვეთა ბევრად უფრო გართულებულია.

 

YahooSport–ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაია ეხმიანება და იმაში, რომ ამ შედეგამდე მივიდა საქმე, საქართველოს მთავრობას ადანასაულებს:

 

„თქვენმა გამუდმებულმა და დაჟინებულმა მცდელობამ შედეგი გამოიღო, გილოცავთ, პუტინი გახარებულია!“, – ამბობს მარიამ საჯაია და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს დელეგაციას, ხმამაღალი განცხადებით დატოვონ ოლიმპიადა:

 

„YahooSport“ რეპორტაჟს უძღვნის აფხაზეთის რესპუბლიკას. ეს პირველ რიგში არის საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემლობა, რაც არის თქვენს მიერ თავის დამცირების შედეგი. მიყევით პუტინის გეგმას და აღმოჩნდეით სოჭში "აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის" გვერდით - ამით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუწყობთ ხელს.

 

ამ ნიუსით Yahoo-ს ძალიან ბევრი მომხმარებელი გაიცნობს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, თქვენ კი მათი დელეგაციის გვერდზე ყოფნით დამატებით ლეგიტიმაციას მისცემთ ამ პროცესს. გამოფხიზლდით, სანამ დროა!

 

დატოვეთ ოლიმპიადა ხმამაღალი განცხადებით და პროტესტით რუსული, მზაკვრული გეგმის წინააღმდეგ!“, – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი.

 

YahooSport–ზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !