მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, მამა გაბრიელის საფლავთან მდგარი დედა პარასკევას საყარაულო კელია აიღეს.
ამის შესახებ „ფეისბუქში“ გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს ფოტო, რომელიც მონასტრის ეზოშია გადაღებული. მომხმარებლები, რომლებიც თავად შეესწრნენ ფაქტს, წერენ, რომ ჯერ არ იციან მიზეზი, რის გამოც კელია აღებულია.