
დეპუტატი კობა დავითაშვილი მის მიმართ პრემიერ-
მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საყვედურს არ იზიარებს
და საკუთარ არგუმენტებს იცავს.ის აცხადებს,რომ
გუნდურობის პრინციპი არ დაურღვევია. ამასთან,
დავითაშვილი პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო
საუბარზე საჯაროდ საუბრისგან თავს იკავებს.
დეპუტატის მხრიდან ჯანდაცვის უწყებისადმი
არსებული შენიშვნები და პოზიციები კვლავ უცვლელი
რჩება. კობა დავითაშვილის განცხადებით, ის თავს
დამნაშავედ არ მიიჩნევს და მმართველი გუნდიდან
წასვლას არ აპირებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ
სერგეენკოს მიმართ დავითაშვილის ბრალდებებს არ
იზიარებენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი შესაძლოა
პარლამენტში კვლავ დაიბარონ. კობა დავითაშვილის
საკითხი კი პოლიტსაბჭოს სხდომაზე დადგება. სხდომა
მას შემდეგ გაიმართება, რაც ბიძინა ივანიშვილი
საქართველოში დაბრუნდება.