
სასიამოვნო აღნაგობის ქალს, რომელმაც „მუღამი“ იმაში იპოვა, რომ სახალხოდ შიშვლდება, ხოლო ფოტოებს ინტერნეტში ტვირთავს, ჰონკონგის პოლიციას სიქა გააცალა: მას ამაოდ ეძებენ.
პოლიციამ არ იცის, ვინ უღებს ქალს ფოტოს და ვერც მის იდენტიფიცირებას ახერხებს, რადგან ქალი ფოტოს ატვირთვამდე სახეს გულმოდგინედ იფარავს.
არადა, ჰონკონგში ის ძალიან ხშირად, სრულიად მოულოდნელად ჩნდება, ტანსაცმელს იხდის და რამდენიმე ფოტოს გადაღების შემდეგ, ჩაცმული, მიქაურობას მანამდე ტოვებს, სანამ პოლიციელი გამოჩნდება.
ქალს უკვე თაყვანისმცემლები და მხარდამჭერები გამოუჩნდა. ინტერნეტმომხმარებლებმა პეტიციის შედგენაც კი დაანონსეს, სადაც მოითხოვენ, პოლიციამ არ გამოიყენოს მკაცრი სადამსჯელო ზომა ქალის მიმართ, რომელიც „ამდენ ადამიანს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს“.