ახალი სპორტის სასახლე სამი მხრიდან სასაფლაოს ხედით იქნება გარშემორტყმული

Image

ახალი სპორტის სასახლისთვის შერჩეულ ტერიტორიასთან დაკავშირებით პრეტენზიებს გამოთქვამს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე. მას კურიოზულად ეჩვენება, რომ ახალი სპორტის სასახლის ხედები სასაფლაოზე გადის, რაც დამთრგუნველად იმოქმედებს სპორტსმენებზე. 

 

ამ თემაზე ლუკა კურტანიძე "აიპრესთან" საუბრობს.  სასაფლაოებით გარშემორტყმულ ახალ სპორტის სასახლეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2015 წლის სპორტული ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის აშენებს, თუმცა ობიექტი სამომავლოდ გათვლილია სხვადასხვა მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებისათვის.

 

"მე როგორც პროფესიონალი და გამოცდილი სპორტსმენი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ჯერ ადგილმდებარეობით არის შეუფერებელი, რამეთუ სასაფლაოს ტერიტორიაზე შენდება და ირგვლივ, სამივე მხრივ სასაფლაოებია. ეს არ არის სპორტული ღონისძიების, სპორტული ობიექტისთვის მიზანშეწონილი ადგილი" - განაცხადა ლუკა კურტანიძემ "აიპრესთან" საუბრისას. 

 

"ჩვენ გვინდოდა სპორტის სასახლე აშენებულიყო იმ 5 ობიექტთან, რომელიც ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზეა და შემდეგ არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი მძლავრი ოლიმპიური სოფელი იქნებოდა.

 

ადგილი დღესაც არის ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე სპორტის სამინსიტრომ და მინისტრმა თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა.  ამ ნებსით თუ უნებლიედ დაშვებულ შეცდომებზე უნდა აგოს პასუხი იმ ადამიანმა, ვინც აიღო ამის პასუხისმგებლობა", - ამბობს კურტანიძე. 

 

პარლამენტის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი სპორტის სასახლე, ფესტივალის დაწყებამდე ვერ მოესწრება და სახელმწიფოს მოუწევს, დამატებითი თანხების გამოყოფა და ობიექტების მოძიება.

 

"ვერანაირად ვერ მოესწრება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ეს ობიექტი და მოუწევს ქვეყანას კიდევ ერთხელ სხვა ობიექტის მოძიება და კიდევ რამდენიმე მილიონი იქნება დასახარჯი", - ამბობს ლუკა კურტანიძე.

 

წყარო: ipress.ge ; "აიპრესის" ფოტო.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !