-
2014-02-06 22:04
regnum.ru წერს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ვებგვერდი იყენებს რუკას, რომელზეც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში შედის.
გამოცემა კონკრეტულად აქვეყნებს იმ ბმულებს, რომლებიც ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა მითითებული იმ ადგილების მოსანიშნად, სადაც სპორტული შეჯიბრებები ჩატარდება: www.sochi2014.com/zritelyam-mesta, clip2net.com/s/6KRUFh
„რეგნუმი“ წერს, რომ სოჭის თამაშების ოფიციალური ვებგვერდი იყენებს არა, მაგალითად, „იანდექსის“ საძიებო სისტემას (სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად არიან წარმოდგენილი), არამედ Google–ს საძიებო სისტემას, სადაც საქართველო თავის სახელმწიფოებრივ საზღვრებშია მონიშნული.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43