-
2015-04-23 13:09
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ საბჭოთა დროს, სოხუმშია ნამყოფი და ამ ლეგენდარულ ქვეყანაში ადრეც უნდა ჩამოსულიყო.
"...ჩემდა სამარცხვინოდ, არასდროს ვყოფილვარ თბილისში და ფაქტობრივად, არ ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა, სადაც საბჭოთა პერიოდში გახლდით. როგორც ისტორიკოსს, ბევრი მაქვს წაკითხული, ბევრი რამ ვიცი საქართველოს შესახებ და აქედან გამომდინარე, ჩემთვის საქართველო ლეგენდარული ქვეყანა იყო. ამიტომ, ალბათ, დიდი ხნის წინ უნდა ჩამოვსულიყავი აქ", - განაცხადა ლუკაშენკომ.