ესპანელი ფეხბურთელი დავიდ სილვა მძიმედ დაშავდა. "მანჩესტერ სიტისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ თამაშის 33-ე წუთზე ლონდონის კლუბის ფეხბურთელის შეიხ კუიატეს ხელი მოხვდა ყბაში.
ესპანელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა. მის დახმარებას მინდორზევე, 8 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, საბოლოოდ სილვამ მოედანი საკაცითა და ჟანგბადის ბალიშით დატოვა.