
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ შს ყოფილმა პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე გააკეთა კომენტარი და პროკურატურას დაწყნარებისკენ მოუწოდა:
"ვთხოვ პროკურატურას, დაწყნარდეს. მესმის, რომ მძიმე მდგომარეობაში ხართ, მაგრამ დაწყნარდით და შეწყვიტეთ ჩვენს სპეცრაზმელებზე ზეწოლის განხორციელება. მინდა, გითხრათ, რომ ბატონი ლომიძე 2008 წლის ომის გმირია და თქვენი მხრიდან მის წინააღმდეგ ასეთი ქცევა, პირდაპირ გეტყვით, რომ უნამუსობაა. ჩვენს პროკურატურას ამ ადამიანების ბიოგრაფია არ აინტერესებს. მათ ექცევიან ისე, როგორც ექცევიან თავიანთ მოწმეებს", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.