თბილისის რესტორანში ხინკალსა და აფხაზურას ცხენის ხორცისგან ამზადებდნენ

Image

რესტორანში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" ხინკალსა და აფხაზურაში ცხენის ხორცი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

 

მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 მარტს ბიზნესოპერატორების მონიტორინგი განახორციელეს. 

 

ბიზნესოპერატორებიდან აღებული მზა კულინარიული ნაწარმის ნიმუშები ხორცის სახეობრივი კვლევისთვის, კერძოდ, ცხენის ხორცის იდენტიფიკაციისთვის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად, შპს-ში "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" აღებულ ხინკლისა და აფხაზურას ორ ნიმუშში ცხენის ხორცია იდენტიფიცირებული. 

 

"სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის (65-ე მუხლის პირველი ნაწილის) თანახმად შპს "ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე" 1000 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.

 

აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბიზნესოპერატორების არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდება",-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !