.jpg)
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინისა და მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრა სოჭში არ განიხილება და ადმინისტრაციაში ამასთან დაკავშირებით არავითარი ოფიციალური ინფრომაცია არ არსებობს.
ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოჭში შესაძლოა ვლადიმერ პუტინი გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდეს.