
„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ეხმაურება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმესთან დაკავშირებით:
„ქალბატონო თეა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იუსტიციის სახლთან კრიმინალებისთვის მემოარიალის გახსნით წარმოჩინდით, როგორც არაოფიციალური მხარე, ხოლო ოფიციალურად წარმოადგენთ სახელმწიფოს, ჩავთვალეთ საჭიროდ შეგახსენოთ, რომ თქვენი უპირველესი მოვალეობაა, საქართვლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც დაიცვათ სახელმწიფოს ინტერესები, თუმცა თქვენ გაცხადებულად იცავთ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით აღიარებული კრიმინალების ინტერესებს.
თქვენი დღევანდელი განცხადებით დაირღვა, უდანაშაულობის პრეზუმფცია, კერძოდ, თქვენ აპრიორი დაადანაშაულეთ სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა სამართალდამცავი. გვინდა, მოგმართოთ კითხვით: აღნიშნულ სპერცოპერაციაში, რომ გარდაცვლილიყო, სამართალდამცავი, როგორი იქნებოდა თქვენი პოზიცია? აქვე ავღნიშნავთ, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, რადგან სამართალდამცავებმა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე შეძლეს უდანაშაულო მოქალაქეთა სიცოცხლის დაცვა და სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა სამართალდამცავის სიცოხლის გადარჩენა. თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრი ვალდებული ხართ, ფლობდეთ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველოში სამართალდამცავთა მიმართ არაერთხელ მომხდარა შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც ასეულობით ძალოვანის სიცოცხლე შეეწირა, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ, 2013 წლის 12 ოქტომბერს, ხობის რაიონის, სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რა დროსაც გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლიციელი დავით დემურია, ხოლო დაჭრილი იქნა რამოდენიმე პოლიციელი. ადგილზე იქნა ლიკვიდირებული ბოროტმოქმედი თეიმურაზ ოკუჯავა. ჩვენი ლიგის სახელით სამომავლოდ „წარმატება“ გვინდა გისურვთ ოკუჯავას მსგავსი ბოროტმოქმედების უფლებების დაცვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.