მანანა ნაჭყებია: "საზოგადოება მალე ბოდიშს მოუხდის "ნაციონალურ მოძრაობას"

Image

იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ამოღებაზე „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა. 

 

მისი თქმით, ინფორმაცია ძალიან მოულოდნელი იყო. 

 

„ქართულმა საზოგადოებამ ამ ფაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ დაინახა ჩვენი პროკურატურის სრული უსუსურობა, რომელმაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ვერცერთ შემთხვევაში ვერ დადო უტყუარი მტკიცებულებები. ნებისმიერი ისეთი განცხადებები, რომ თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ მოსყიდული ყავს მთელი მსოფლიო  - ინტერპოლიც, აშშ, ევროპაც და აბსოლუტურად ყველა. არასერიოზული იქნება ამის თქმა, თუმცა ვხედავთ უკვე, რომ ეს განცხადებები კეთდება ხელისუფლების მხრიდან.

 

დღევანდელ ხელისუფლებას არც კვალიფიკაცია ყოფნის, არც პოლიტიკური ნება, რომ ბოლომდე მიიყვანოს თუნდაც ერთი დაწყებული საქმე. იგივე მოხდა კეზერაშვილის შემთხვევაშიც. ჩვენ გვყავს გაოცებული საზოგადოება, რომელიც ალბათ, ცოტა ხანში ბოდიშს მოუხდის „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის გამო, რომ პრაქტიკულად ვერაფერს უმტკიცებს. მეორე მხრივ, გვყავს ხელიუფლება, რომელიც მხოლოდ ფართხალებს და სხვას ვერაფერს აკეთებს ამ მიმართულებით.

 

ამიტომ არის, როცა ხელისუფლებაში მოდიხარ, არ უნდა წახვიდე ყველაფერზე. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში უნდა დაეცვა უდანაშაულობის პრეზუმპცია. ჩირქი მოსდო ყველა ადამიანს და განაცხადო, რომ წინა ხელისუფლების ყველა წამრმომადგენელი დამნაშავე იყო, მიგიყვანს იქამდე, რა მდგომარეობაშიც დღესაა ხელისუფლება“, - განაცხადა ნაჭყებიამ „პირველ პრესკლუბში“.

 

"პირველი"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !