
ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალექსინა ნიუ-იორკის სტადიონ „Barclays Center“-ზე წარსდგნენ.
სკანდალური რუსი ხელოვანების მხარდასაჭერად Blondie და იოკო ონო მივიდნენ, ვიდეოჩანაწერები კი, სადაც მხარდაჭერა იყო ასახული, გააგზავნეს სტინგმა, U2-მ, ბრუს სპინგსტინმა და პიტერ გაბრიელმა.
მადონამ კი კონცერტის გახსნაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკით დაიწყო საუბარი:
„დადგა დრო, მთელი მსოფლიო იყოს ისეთივე გამბედავი, როგორ Pussy Riot და დაიწყოს პუტინის მსგავსი ადამაინების წინააღმდეგ დაუმორჩილებლობა, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელბიც პატივს არ სცემენ ადამიანის უფლებებს და მხარს უჭერენ დისკრიმინაციას თუ უსამართლობას“, - განაცხადა მადონამ, რის შემდეგაც, პუტინის მისამართით დაიწყო სკანდირება: „ფუ!“
პოპვარსკვლავის კრიტიკას აპლოდისმენტებით სტადიონზე შეკრებილი 18 ათასი ადამიანი შეხვდა.