-
2014-02-06 15:33
რუსი ბლოგერები წერენ, რომ უნიტაზების თემა არ გამხდარა აქტუალური მხოლოდ სოჭის ოლიმპიადიდან გამომდინარე. ისინი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომსაც იხსენებენ.
ერთერთ ფორუმზე ჯერ კიდევ 2011 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ფოტო და ჩანაწერი გაიხესენს:
მაგალითად, „ლიფჯორნალის“ ერთერთი იუზერი 2011 წელს წერდა:
„ამ ფოტოს გვერდი ვერაფრით ავუარე.
როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოში რუსი ჯარისკაცები და მათი სტრატეგიულო პარტნიორები (ოსური „კომანდო“ კედებში) საქართველოდან მასობრივად ეზიდებოდნენ ნივთებს, რომლებიც კაცობრიობის არსებობისთვისაა აუცილებელი.
ერთ-ერთი ასეთი ნივთი უნიტაზი იყო.
დღეს, ბოლოს და ბოლოს, გაირკვა, რისთვის სჭირდებოდათ ის რუს ჯარისკაცებს.
რას იზამ, ონკანების დახსნა მათ ვერ მოასწრეს, უნიტაზებისა კი შეძლეს. ამიტომაც, უნიტაზს ორმაგი ფუნქცია მიანიჭეს. ალბათ, ასე უფრო კომპაქტურია...“