
ვერძი - დიალოგის შედეგი თქვენს მართებულ საქციელზეა დამოკიდებული. თანამოსაუბრეს ჩვეული სიმშვიდე უმტყუნებსა და ის აღარ დაგითმობთ. ერთობლივი საქმისათვის უმჯობესია თქვენ დაუთმოთ. ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში კამათის საგანი ინტიმური ცხოვრება გახდება.
კურო - ზომიერების გრძნობა, დღეს დაგჭირდებათ, რომელსაც გონება და გამოცდილება გიკარნახებთ. ჯანმრთელობაზე უკეთესად იზრუნეთ. არარეალური მიზნების დასახვასა და რთული დავალების შესრულებას მოერიდეთ. პროფესიულ საკითხებზე მძაფრ კამათს თავი აარიდეთ.
ტყუპები - თქვენი მსოფლმხედველობა, დღეს ზოგადად ჰარმონიული და სტაბილური იქნება. დღის პირველი ნახევარი მეტად დაძაბული იქნება. ახლობლებთან ურთიერთობა კამათით გართულდება, რომელიც ეჭვიანობის, პროფესიული შეჯიბრის ან ინტიმური ცხოვრებით უკმაყოფილების შემთხვევაში წარმოიქმნება.
კირჩხიბი - მოვლენების დადებითად განვითარების საწინდარი შინაგანი და გარეგანი წონასწორობა იქნება. დამანგრეველ ემოციებს არ აყვეთ. ცოლ-ქმრული ურთიერთობას მხოლოდ სექსუალურ ლტოლვაზე ნუ ააგებთ.ფსიქოლოგიურ მანიპულაციებს მოერიდეთ.
ლომი- ხელსაყრელი დროა პროფესიულ თემებზე შეხვედრის, საწარმოო თათბირის ჩატარებისა და უფროსობასთან ოფიციალური საუბრისთვის. ეტიკეტის წესების ორმხრივი დაცვა და მიმდინარე საკითხების ღირსეულად განხილვა პროდუქტიული ურთიერთობის საწინდარი იქნება. მოლაპარაკების პროცესში წარმოქმნილ უთანხმოებას ღია კამათში ნუ გადაიყვანთ.
ქალწული-დღეს ’’შოპინგი“ ნუ გაგიტაცებთ, განსაკუთრებით ნახმარი ნივთების შეძენას, რადგან მათი შეძენა და მომავალი ექსპლუატაცია მთელ რიგ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. არასასურველია ფინანსური სტრატეგიის კარდინალური ცვლილება, რადგან უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე შეიძენთ. საჩუქრები, კოსმეტიკა, სუნამო ან სუვენირები საღამოს შეიძინეთ.
სასწორი-მნიშვნელოვანი წამოწყებები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. აუცილებელი სულიერი წონასწორობა, სწორედ ამ დროს გექნებათ. გარშემომყოფების ან მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილება ცუდ განწყობაზე დაგაყენებთ. ემოციების უკონტროლო ამოფრქვევას, შურისძიებასა და აკვიატებულ იდეებს, დღის პირველ ნახევარში შეგნებულად მოერიდეთ.
ღრიანკალი-დღის დასაწყისში შესაძლოა ზოგადად მიღებული წესების შესრულებაზე უარი თქვათ და საკუთარი შეხედულებით იმოქმედოთ. მსგავსი ტაქტიკა თქვენს მსოფლმხედველობასა და ერთობლივ საქმეებზე ნეგატიურად აისახება. ეჭვიანობას, შურიანობასა და ძალაუფლების სურვილს მოერიდეთ.
მშვილდოსანი - დღეს თქვენი თავისუფლება შეზღუდულია. ადამიანებისა და მოვლენების საკუთარი შეხედულებით მართვას ვერ შეძლებთ. საქმიანი ქცევის ეტიკეტის, არსებული კანონმდებლობისა და არაფორმალურ საზოგადოებაში მიღებული წესების დაცვა მოგიწევთ. რთული ფინანსური ან ორგანიზაციული ვალდებულება, გარემოს ან ვინმე ბრძანების ზეწოლით, საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.
თხისრქა - რთული და არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. უფროსობასთან, კოლეგებთან, ახლობლებსა და კონკურენტებთან კონფლიქტია მოსალოდნელი. მოერიდეთ სტრესებს, რომელიც გამოიწვევს ემოციურ აფეთქებას.
მერწყული- წონასწორობას ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნებთ, თუმცა ფარული პრობლემებისა და უსიამოვნებისგან დაზღვეული არ ხართ. პროფესიულ ან სხვა სახის წარმატებას ძველი დაავადების ან კულისებს მიღმა ბრძოლის გააქტიურება თან სდევს, მაგრამ ნუ შეშინდებით! იღბალი თქვენს მხარეზეა.
თევზები- დღეს პარტნიორულ ურთიერთობასთან, ქონების გაყოფასა და უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული კრიზისია მოსალოდნელი. სასამართლო პროცესის ან პროფესიული კამათის, ხელშეკრულების დადებისა და პირველი შეხვედრისთვის ნაკლებად ხელსაყრელი მომენტია. საკუთარ მარცხს გამოცდილ ადამიანებს ნუ დაუმალავთ, რადგან ისინი ადვილად მიხვდებიან.