"ეს გუგუნი კი არა, გმინვაა, შე..." - რა გამოხმაურება მოჰყვა ფრაზას: "ქალაქი გუგუნებს"

Image

"ქალაქი გუგუნებს და სამჯერ მეტია ნაკეთები ყველაფერი, ვიდრე წინა წლებში" - თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის ამ განცხადებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მომხმარებლების გამოხმაურება მოჰყვა. სუდაძეს თბილისის საკრებულოს წევრებიც გამოეხმაურნენ.

 

"გუგუნებს კი არა, გრიალებს"; "გუგუნებს და ირგვლივ სულ ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახეები ბზინავს"; "ეს გუგუნი კი არა, გმინვაა, შე **ო!" - ასეთი, არცთუ თავაზიანი გამოხმაურებები მოჰყვა ავთანდილ სუდაძის ცნობილ განცხადებას "ფეისბუქში".

 

შეგახსენებთ, სუდაძის თქმით: "ქალაქი გუგუნებს დღეს და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შედეგები და სტატისტიკური მონაცემები ძალიან დამაიმედებელია, სამჯერ მეტია ნაკეთები ყველაფერი ვიდრე წინა წლების სტატისტიკა აჩვენებს".

 

სუდაძეს გამოეხმაურნენ თბილისის საკრებულოს წევრები. მაგალითად, საკრებულის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ ქალაქი არა, მაგრამ "მილიონიანი კონტრაქტების მიმღები ქართული ოცნების ახლობლები გუგუნებენ":

 

“ ქალაქი გუგუნებს" - ქალაქი არა, მაგრამ ტენდერის გარეშე მილიონიანი კონტრაქტების მიმღები ქართული ოცნების ახლობლები გუგუნებენ; უხარისხოდ დაგებულ გზებზე ასეულობით ათასი ლარის მიმღები კომპანიები გუგუნებენ; კონკურსში ჩაჭრილი არაკვალიფიციური, მაგრამ მერიაში მაინც მომუშავე ქართული ოცნების წევრების ნათესავები გუგუნებენ;

 

და ბოლოს, ამ ყველაფრის გამო დანგრეული გზებით გაწვალებული, საცობებში მდგომი, ხშირად ჩაბნელებულ ქუჩებში მოსიარულე, ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები და ზოგადად გაძვირებული ცხოვრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი თბილისელებიც გუგუნებენ. ოღონდ ეს სხვადასხვა გუგუნია... ”, - აღნიშნა აბესაძემ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !