მთავრობის მორიგი PR რეგიონებში გახსნილ კინოკლუბებზე ისევ სიცრუეზეა აგებული?

Image

ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე „ფეისბუქში“ პიარდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის ზალისხმევით რეგიონებში რამდენიმე ათეული კინოკლუბი გაიხსნა, მაშინ, როცა წინა ხელისუფლების დროს არცერთი არ ყოფილა გახსნილი. 

 

სოციალურ ქსელში ამ ინფოგრაფიკის გავრცელებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ირაკლი ღარიბაშვილი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და კონკრეტული ფაქტები გაიხსენა.

 

„ჯერ ერთი, ახალგორში ახლა როგორ გახსნეს კინოკლუბი არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი - 2004 წელს, როდესაც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ვიყავი, ახალგორის მაშინდელმა მაჟორიტარმა - ცეზარ ჩოჩელმა მკითხა, რამე იდეა ხომ არ გაქვს ახალგორში რომ გავაკეთოთო?...

 

კი მეთქი და 2 თვეში კინო გავარემონტეთ, კარგი - თანამედროვე აპარატურაც შევიძინეთ და პრემიერასაც ერთად დავესწარით. ხარჯები სრულად ცეზარ ჩოჩელის იყო. ახსოვთ ალბათ ახალგორელებს.

 

ასე რომ, ნუ ცრუპენტელობ ჰაკიმ!

 

დუშეთიც ჩამონათვალშია. დუშეთის კინოთეატრში პრემიერას ვერ დავესწარი, სამცხე ჯავახეთში გადამიყვანეს, თუმცა მაშინდელ გამგებელს გოდერძი (გვარი აღარ მახსოვს) ფულიც სრულად გადავურიცხეთ და რემონტიც დავიწყეთ. შესაბამისი ახალი აპარატურა კი სრულად, ჩემი ხელით გავატანე საკუთარი კაბინეტიდან. ამ შემთხვევაში გუბერნიის ხარჯებით“.

 

მომხმარებლები კინოკლუბებთან დაკავშირებით სხვადასხვა კომენტარს აკეთებენ. მაგალითად, ერთერთ კომენტატორს მოჰყავს გამოცემა „ხაშურინიუსის“ 2014 წლის იანვრის სტატიის ციტატა, შესაბამისი ბმულით:

 

„გასულ წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გარემონტდა ფართი, რომელსაც კინოთეატრის ფუნქციაც მიანიჭეს და მცირე სცენაცაა მოწყობილი, თუმცა ის სტანდარტები, რომელსაც კინოთეატრი უნდა აკმაყოფილებდეს იქ არაა. არ გადის ფილმები, ამისთვის არც შესაბამისი ლიცენზიაა, შესაბამისად ხაშურელი საზოგადოება მას ვერ იყენებს იმ ფუნქციით, რომელიც თითქოს მას აქვს“.

 

„ონიც ტყუილია! 2005-ში გავარემონტეთ და გავხსენით, ამბროლაურის კინოთეატრიც მათ შორის, რომლის გაყიდვა-ყიდვასაც დღემდე მაბრალებენ ადგილობრივი ცრუპენტელა ჰაკიმები“, - წერს ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე.

„თელავში არ გვაქვს კინოთეატრი და კისისხევში ვინ გახსნიდა?“, - კითხულობს კახეთის რეგიონში მცხოვრები „ფეისბუქის“ მომხმარებელი.

 

kinoklubi.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !