„26 ათასი გაუპატიურებული ვაჟკაცის“ გულშემატკივარი მეოცნებეები: „დაგიჭერთ და სათითაოდ მოგტ**ვთ!“

Image

გაზეთი "ქრონიკა+" ზუგდიდში მომხდარი დარბევის დეტალებზე სტატიას აქვეყნებს და კულუარებში მომხდარ სიტუაციას აღწერს. შეგახსენებთ, ზუგდიდში "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისები ხელკეტებით დაარბიეს.

 

სტატიაში ნათქვამია: "ყველაფერი ანონსით დაიწყო. კერძოდ, ორგანიზაციამ „ყველა თაობა საქართველოსთვის“ დაანონსა ფილმის „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის“ ჩვენება. ანონსის მიხედვით, ფილმის ჩვენება ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის კულტსახლის დარბაზში უნდა შემდგარიყო.

 

ალბათ, ყველას გახსოვთ საყდრისთან დაკავშირებული მაგალითი, როცა ყველა სახელმწიფო ორგანომ სულ რაღაც წუთებში ერთმანეთს გადაულოცა და საბოლოოდ ისე გააკეთა, რომ საბადოზე ოქროს მოსაპოვებელი სამუშაოების განახლების ნებართვა ერთ დღეში გასცა:

 

ზუსტად ასე მოხდა ზუგდიდშიც. ანუ, ანონსის გამოქვეყნებიდან სულ ცოტა ხანში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოწოდება, ყველანი მისულიყვნენ ფილმის სანახავად, გაავრცელეს ზუგდიდის რაიონისა და ქალაქის გამგეობის თანამშრომლებმა, მათი ზემდგომი პირების ჩათვლით". 

 

"დაანონსებული ინფორმაცია ელვის სისწრაფით მოედო „ფეისბუქს“. როგორც ჩანს, დავალების შინაარსი მხოლოდ სოცქსელებში გაზიარება არ იყო: იმავე დღეს ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელმა გაფრთხილება მიიღო, რომ შაბათს კინოჩვენებაზე დასწრება სავალდებულო იყო და არასაპატიო მიზეზით მისი გაცდენა სამსახურის დაკარგვას უტოლდებოდა.

 

ყველაზე ამაზრზენი ნაწილი ამ კუთხით გაცემული დავალებებიდან იყო განათლების სამინისტროს რესურსცენტრის მხრიდან უშუალოდ პედაგოგებამდე მისული დავალება, რომ კინოჩვენებაზე მოსვლა თავიანთი სადამრიგებლო კლასებისთვის უნდა შეეთანხმებინათ და მოსწავლეების დასწრების მაღალი მაჩვენებელი დაედოთ. აღსანიშნავია, რომ უმეტესწილად, არც დამრიგებლებმა იცოდნენ, რა ხდებოდა, თუმცა დავალება პირნათლად შეასრულეს: სიები შეადგინეს და მოსწავლეებს ხელი მოაწერინეს.

 

შედეგად, კინოჩვენება შედგა და ხუთასკაციანი დარბაზის ნახევარი 12-დან 17 წლამდე მოსწავლეებმა გაავსეს. ფილმი 16 წუთიანი იყო. მისი ჩვენება მოსწავლეებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. დარბაზში შუქის ცაქრობის მერეც კი ისმოდა უკმაყოფილო ხმები, რითაც ბავშვების ნაწილი მასწავლებლებს ამუნათებდა, ეს სად მოგვიყვანეთ, დაპირებული კონცერტი სადააო".

 

"როლანდ ახალაიას სახლთან ვითარება ტრაგიკული სცენარით არ განვითარებულა, მით უმეტეს, სახლის შესასვლელთან ჭიშკარში პოლიციელები ჩადგნენ.

 

ამ აქციაზე იყვნენ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგეობის თანამშრომლები, გუბერნატორის მოადგილე... კი ბატონო, არასამუშაო დღე და საათები იყო, მაგრამ გამგეობის თანამშრომელი როცა ხარ, მაჟორიტარი დეპუტატის სახლთან რატომ უნდა მიხვიდე?..

 

როლანდ ახალაიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა, ჭიშკარიც გამოაიარა და ეკამათა კიდეც:

 

„შენ რომ არა, სააკაშვილი კიდევ გაძლებდა ცოტა ხანს, სწორედ შენ ხარ შენი შვილების მკვლელი“, - უთხრა მ,ას აქციის ერტერთმა ორგანიზატორმა სოსო ლაგვილავამ. „მე კი არ ვარ მკვლელი, შენ ხარ ბანდიტი და ხულიგანი, კანონით ხულიგანი გქვია: გამგეობის თანამშრომელი ხარ ოფიციალურად, მოდიხარ კერძო სახლთან დასვენების დღეს და თავს მესხმი დეპუტატს“, - უპასუხა მას ახალაიამ";

 

"ახალაიას სახლიდან დაახლოებით 30-დე კაცმა „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ოფისთან გადაინაცვლა. სიტუაცია თავიდან აქაც თითქოს მშვიდი იყო, მაგრამ მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ოფისში შეჭრა მოინდომეს: საკრებულოს თავმჯდომარისა და გუბერნატორის მოადგილის თვალწინ, კამერების წინაშე რამდენიმე პირი იქვე მდგარი მანქანის სალონთან მივიდა და ათამდე ხელკეტი გამოიღო, რომელიც ერთმანეტში დაინაწილეს და ოფისის შესასვლელ კარზე იერიში მიიტანეს. "

 

"მოგვიანებით იგივე სცენარი გამეორდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც კიბეზე გადმომდგარ ნაციონალებს აგინეს და ქვები დაუშინეს. წინააღმდეგობის გაწევამ „ოცნების“ აქტივისტები კიდევ უფრო გაამწარა.

 

მათ ქუჩაში მოიხელთეს და სცემეს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარია, რომელიც ადგილიდან სასწარფო დახმარების მანქანამ წაიყვანა. „ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც 21 მარტის აქციასა და მამაკაცთა გაუპატიურებას აპროტესტებდნენ, ნაციონალებს უყვიროდნენ: „თქვე ბოზებო, დაგიჭერთ და სათითაოდ მოგტ**ვთ!...".

 

გაზეთი "ქრონიკა+"

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !