რა გახდა 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი – რას ყვებიან სოფელ ანაგში

Image

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხჩო. როგორც სკოლის პედაგოგები და ადგილობრივები საუბრობენ, მე-5 კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობამდე თანასკოლელებთან იჩხუბა.

 

„დილით როგორც კი დაიწყო სასწავლო პროცესი, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მაშინ მოუვიდათ შეკამათება.

 

მე აქ ვიყავი, ბავშვები სწრაფად დავაშოშმინეთ, კლასის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებმა, კლასებში შევიყვანეთ, ვესაუბრეთ ძალიან დიდხანს.

 

მოგვიანებით, ბავშვი სახლში გავუშვით, პაპა და ბებია დახვდნენ, სადილიც მიირთვა, მშობელსაც ესაუბრა ტელეფონით და მერე რა მოხდა არ ვიცი. პოლიცია მუშაობს და იმედია, დაადგენენ ზუსტ მიზეზს, ბავშვი რამაც მიიყვანა ამ მდგომარეობამდე“, – ამბობს ძველი ანაგის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ღვედაშვილი.

 

სოფლის მკვიდრი, ნათელა ბეგიაშვილი ბავშვებს შორის მომხდარი კამათის მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, 11 წლის მოზარდს თანასკოლელებმა უთხრეს, რომ ის ნაშვილები იყო.

 

„მე ასე გავიგე, რომ უთხრეს, აყვანილი ხარო. ბავშვი წამოსულა სკოლიდან და თავი ჩამოუხრჩვია. დედ-მამა სახლში არ ჰყავდა, სამუშაოდ იყვნენ წასულები. ბებია იყო სახლში, მაგრამ ბებიამ ვერ გაიგო. მერე ნახეს ბავშვი ჩამომხრჩვალი“,- ამბობს ნათელა ბეგიაშვილი.

 

სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში მეხუთე კლასის მოსწავლემ გუშინ თავი ჩამოიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !