IRI: მთავრობისადმი ნდობა 21%-ით, ხოლო პოლიციისადმი ნდობა 17%-ით შემცირებულია

Image

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ნდობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ შემცირდა.

 

ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობის მიმართ იკლო ნდობის მაჩვენებელმა. თუ წინა კვლევის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს გამოკითხულთა 69% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48%-ია. მთავრობის მიმართ ნდობა 21%-ით არის შემცირებული.

 

მეორე ადგილზე ამ მხრივ საქართველოს პარლამენტია. ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა 19%-ით შემცირდა. წინა წელს თუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გამოკითხულთა 68% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 49%-ია.

 

პოლიციის მიმართ ნდობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული და 65%-ია. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის დეკემბერში პოლიციას გამოკითხულთა 87% ენდობოდა. შესაბამისად, ბოლო სამი წლის მანძილზე, ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობამ 22%-ით იკლო.

 

პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ნდობა 13%-ით შემცირდა (64%-დან 51%-მდე), მთავარი პროკურატურის მიმართ 14%-ით (50%-დან 36%-მდე). ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროკურატურას 2012 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 71% ენდობოდა.

 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მის მიმართ ნდობა 11%-ით შემცირდა (52%-დან 41-მდე), მაშინ როცა, 2012 წლის დეკემბერში მას 62% ენდობოდა, 2012 წლის ივლისში 53%, ხოლო 2011 წლის დეკემბერში - 54%.

 

ნდობა შემცირებულია ჯარის მიმართაც. წინა კვლევისას, მას გამოკითხულთა 93% ენდობოდა, ახლა - 87%. განათლების სისტემას კი, ადრე თუ კვლევაში მონაწილეთა 64% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა და 61% შეადგინა.

 

"ტაბულა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !