-
2015-03-24 01:48
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ცოტა ხნის წინ დაბლოკილი "ფეისბუქის" პროფილი აღადგინა.
გიგი უგულავა მიიჩნევდა, რომ პროფილის დაბლოკვა "ფეისბუქის" ადმინისტრაციაში გაგზავნილი რეპორტების გამო მოხდა და ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებდა. ამჯერად, უკვე აღდგენილი პროფლის სტატუსად გიგი უგულავა წერს:
"ივანიშვილს და მის ხელქვეითებს მინდა ვუთხრა - შემდეგში რომ გადაწყვეტთ ჩემი ფეისბუკ გვერდის დაბლოკვასა და გაუქმებას, გახსოვდეთ - 21 საუკუნეა და ციხიდანაც გავაგონებ ხალხს ხმას, რაც არ უნდა იხიმანდროთ!
და კიდევ - უფრო მთავარი ის არის, რომ ხალხი თქვენ გაგაგონებთ სულ მალე თავის ხმას! მოკითხვა მატროსოვიდან, დამფრთხალებო...".