მამა მიქაელ ბოტკოველი: "პატრიარქის მიერ ხსენებული საკლავი სოციალური აქციაა"

Image

პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, სააღდგომოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ილია მეორის მიერ დაწესებული დღესასწაულის აღნიშვნის პროცესში დაანონსებული ცხოველების დაკვლა ერთგვარი სოციალური აქციაა და არა მსხვერპლშეწირვის რიტუალი.

 

ამის შესახებ "ნეტგაზეთი" იტყობინება. როგორც მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთს განუცხადა, ეს არის საზეიმო სოციალური აქცია, რომელსაც საპატრიარქო დღესასწაულის მონაწილე ადამიანებს შესთავაზებს და არა მსხვერპლშეწირვა, რაც ახალი აღთქმის მიხედვით ქრისტიანულად მიუღებელი მოვლენაა.

 

ბოტკოველის თქმით, ცოდვების მონანიების მიზნით უფლისათვის ცხოველების მსხვერპლშეწირვა არ შეიძლება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ამის გაკეთება არ უგულისხმია. ბოტკოველს უკვირს, რატომ გამოიწვია ილია მეორის სიტყვებმა მსგავსი ასოციაცია.

 

“საპატრიარქოს აქამდეც არაერთი სოციალური აქცია განუხორციელებია უფასო სასადილოების მოწყობის კუთხით”, - ამბობს ბოტკოველი.

 

კითხვას, თუ ეს მხოლოდ სოციალური აქციაა და არა მსხვერპლშეწირვის რიტუალი, რატომ დაასახელა ილია მეორემ დასაკლავი ცხოველების კონკრეტული რაოდენობა, ბოტკოველი პასუხობს, რომ პატრიარქმა საკრალური რიცხვი [7] დაასახელა და შესაძლოა სხვა რიცხვიც ყოფილიყო, მაგალითად, 15 ცხვარი.

 

"სასურველია, რომ თბილისიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდნენ. დაიკვლება დიდი მოზვერი, 7 ცხვარი, ყოჩი და მადლობას შევწირავთ უფალს. ხალხს ექნება... იქვე გაახსნილებს ამ დიდ მარხვას", - განაცხადა ილია მეორემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

საახალწლო ფილმების TOP 5 - ეული, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

2021-12-15 17:30
დეკემბრის თვე დადგა და შესაბამისად ახალ წელს ვუახლოვდებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო...

რომელი ქართველი ვარსკვლავის შვილია გოგონა, რომელიც ჰოლივუდის მსახიობ - ენ ჰეთეუეის ძალიან ჰგავს

2021-12-06 13:43
ბოლო დროს, ტაბლოიდები აქტიურად ალაპარაკდნენ მომღერალ, ნინო ჩხეიძის ქალიშვილის - მარიამისა და...

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

helper DB function reports no errors

უნდა მოიხსნას თუ არა, პირბადის ტარების რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში?