
,,ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის იმპიჩმენტის დასაწყებად ხმების მოგროვებას იწყებს. პარტიის ლიდერები ფიქრობენ, რომ პროცედურის დასაწყებად ხმების შეგროვებას შეძლებენ.
ამ ეტაპზე უცნობია ამ ინიციაიტივას შეუერთდებიან თუ არა ,,თავისუფალი დემოკრატები“ მათ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიატ, თუმცა პარტიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა:
„თავისუფალმა დემოკრატება პირველმა დავაყენეთ მთავრობის გადადგომის საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად შევუერთდებით ყველა პროცესს და პროცედურას.“
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ პროცედურების დაწყებაზე განცხადება ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გუშინდელ აქციაზე გააკეთეს.