მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

Image

საქართველო დაპაუზებულია და, როგორც გაჩერებული საათი აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, - საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ,,თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბრიუსელიდან მიმართა.

 


,,დღეს მე, ისევე როგორც მილიონობით ჩვენს თანამემამულეს, მრავალ ეთნიკური ერის წარმომადგენლებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს შიგნით და მილიონობით ქართველს, ვინც იმყოფება ქვეყნის გარეთ, გული მიკვდება იმის გამო, რაც ხდება ჩვენს სათაყვანებელ, საყვარელ საქართველოში. გული მიკვდება იმის გამო, რომ ვუყურებ გაჩერებულ ეკონომიკას, ვუყურებ, როგორ იხურება ყოველდღე საწამროები, მაღაზიები, სასტუმროებიც კი, როგორ გარბიან ყოველდღიურად საქართველოდან ინვესტორები, როგორც ჩერდება ის დიდი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბრენდებად ვაქციეთ, როგორ აღარ იწყება ის, რის დაწყებასაც ვაპირებდით და რომლის დაწყებასაც ვამზადებდით მრავალი წელი.

 


საქართველო დაპაუზებულია და ეს გაჩერება, სამწუხაროდ, როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთი და იგივე დროს - 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს.

 


გული მიკვდება იმის გამო, რომ ლარის კურსი, რომელიც, როცა შევარდნაძისგან დანგრეული საქართველო ჩავიბარეთ, დაახლოებით დღევანდელ დონეზე იყო და რომელმაც ჩემი მთავრობის დროს გაუძლო რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და ოკუპაციას, დღეს ისევ ჩამოიშალა, ისევ ჩამოვარდა შევარდნაძის ნიშნულზე.
გული მიკვდება იმის გამო, რომ კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში, რომ ისევ ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს და აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ეზოებში, სკოლებში.

 


გული მიკვდება რომ, ჩვენ პოლიციას აბუჩად იგდებენ. გული მიკვდება, რომ ამ დღეებში პოლიციელი, რომელმაც ამოიღო მეორე პოლიციელის მკვლელი კრიმინალის საზღვრიდან გადაპარების შესახებ კადრები, მთავრობამ გამოაცხადა კრიმინალად და დაპატიმრებით დაემუქრა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !