-
2015-03-20 08:28
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრებოდა, განაცხადა, რომ მას აინტერესებს, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა მაშინ, როცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თითქმის მთელი მსოფლიო უერთდება.
სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში იტყუებიან - იტყვიან ერთს, მერე კი ავიწყდებათ, რა თქვეს. გახსოვთ, რომ ამბობდნენ, პრემიერის ვიზიტი იანვარ-თებერვალში განხორციელდება კიევშიო? რომელ თვეში ვართ ახლა? სად არის პრემიერის ვიზიტი კიევში? რომ ამბობდნენ, მერკელი ჩამოვაო, სადაა აბა მერკელი? სადაა უვიზო მიმოსვლა?", - კითხულობს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ხალხს, რომელიც ბრძენია, ეყოფა გონიერება, ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში მისი ბედი შემოაბრუნოს.