-
2015-03-18 16:19
ზუგდიდის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. მასში სავაჭრო ცენტრ „ალიანსის” 200-მდე მოვაჭრე მონაწილეობდა. მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრის წინ სალარო აპარატების დაყენების მოთხოვნას აპროტესტებდნენ.
მათი განცხადებით, საგადასახადო ადმინისტრაციამ დაავალდებულა ისინი, რომ სალარო აპარატები შეეძინათ.
აქციის მონაწილეებით თქმით, ვაჭრობის კლების გამო მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ხელისუფლებამ შეგნებულად, ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაავალდებულა ისინი სალარო აპარატები შეეძინათ.
აქციის მონაწილეები გაზრდილ გადასახადებზეც ჩივიან და აცხადებენ, რომ 21 მარტის აქციის შემდეგ ვარაუდობენ, რომ თანხა კიდევ მოემატებათ, რადგან როდესაც მათ განაცხადეს, რომ 21 მარტის აქციას შეუერთდებოდნენ, გადასახადის გაზრდაზე ლაპარაკი დროებით შეჩერდა.
"რუსთავი-2"