
შსს–ში ჩატარებული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით 2014 წლის 1 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავა შსს– სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მე–7 სამმართველოს უფროსი მინდია არაბული.
დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ერთი კი სომხეთში იხდის სასჯელს. შსს–ს ინფორმაციით, 2003 წელს მინდია არაბული სამ თანამძრახველს დაუკავშირდა და მათი დახმარებით განიზრახა მეგობრის, დავით ჩხაიძის კუთვნილი თანხა მიეთვისებინა.
შსს–ს ვერსიით,ა რაბულმა მათ შეატყობინა ადგილი, სადაც დავით ჩხაიძე იქნებოდა და 2003 წლის 3 დეკემბერს ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. შემთხვევეას შეესწრო უშიშროების თანამშრომელი ირაკლი ბასილაშვილი, რომელსაც „ბერეტა“ გასტაცეს და დაჭრეს. ის მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.