-
2014-02-05 11:51
საქართველოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ არ ჰგონია, სოჭში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღონ, თუმცა, პირობას დებს, რომ რეაქცია ადეკვატური იქნება.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:
"სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს ადგილი ექნება ისეთ მოულოდნელობას, როგორიც ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიღებაა, მაგრამ თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოწში ვლადიმირ პუტინის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის მიწვევის შესახებ ინფორმაცია ოსურმა მედიამ გაავრცელა. თავად თიბილოვმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ვლ. პუტინის სახელით გამართულ მიღებაზე სტუმრობა, სადაც 40–დე ქვეყნის მთავრობის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს, რომ სოწში თიბილოვის მიწვევის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ოფიციალური მოსკოვისგან ელოდება, რომელსაც განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.