
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გამოვლინდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის სიმამრ თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებული მსხვილი კორუფციული სქემა.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, კლანმა თავის კონტროლს ქვეშ მოაქცია ტენდერის გამომცხადებელი სტრუქტურა, შემსრულებელი ფირმები და შემმოწმებელი კომპანია.