-
2014-02-05 11:18
„ვაშინგტონ პოსტის“ 4 თებერვლის ნომერში ქვეყნდება სოჭში ჩასული სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების მიერ ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში მიღებული „სევდიანი შთაბეჭდილებების“ ნაკრები, ფოტოების თანხლებით.
სოჭის სასტუმროს ნომრებში ჩამოგდებული ფარდა, ვლადიმირ პუტინის პორტრეტი კომოდთან, ტუალეტში გაკრული კურიოზული წარწერა–გაფრთხილებები, ქუჩაში – თავახდილი საკანალიზაციო ჭა და ონკანიდან წამოსული ჟანგიანი წყალი – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კურიოზებისა, რომლებიც ჟურნალისტებმა ფოტოფაქტების სახით თავიანთ მიკრობლოგებზე და სტატიებში გამოიყენეს.




