-
2014-02-05 10:15
ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში სრულად გამოძიებულია სუფრის ეპიზოდი და მხოლოდ ისაა გამოსაძიებელი, გირგვლიანი მოკლეს თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა.
გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ ამის შესახებ საუბრისას არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ადამიანს უსაფუძვლოდ დააბრალო მკვლელობა.
"სანდრო გირგვლიანის საქმე მნიშვნელოვანად არის გამოძიებული. სუფრის სცენა აბსოლუტურად გამოძიებულია. გამოძიებულია, რა ვითარებას ჰქონდა ადგილი ციხეში. დარჩენილი იყო ერთი ელემენტი, რომელიც გამოძიებას საჭიროებდა - რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი. ვერ ხერხდებოდა ზუსტად იმის დადგენა, ის მოკლულ იქნა, თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა.
ჩატარდა უამრავი ექსპერიმენტი, უამრავი საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ ეჭვები არ არის გამორიცხული და არ შეიძლება, ადამიანს დააბრალო მკვლელობა, თუკი ყველა მტკიცებულებით ბოლომდე არ არის გამყარებული. ეს საკითხი ამ შემთხვევაში ობიექტურ სირთულეს წარმოადგენს", – განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.