ტვ "ოდიშზე" გასულ სიუჟეტში მოსწავლეები პედაგოგებს ასახელებენ, რომლებმაც ფილმის პრეზენტაციაზე წასვლა მოსთხოვეს (ვიდეო)

Image

ზუგდიდის დამოუკიდებელი ტელეკომპანია "ოდიშის" მიერ მომზადებულ სიუჟეტში საჯარო სკოლების მოსწავლეები ჰყვებიან, რომ მათ დამრიგებელმა ფილმის პრეზენტაციაზე წასვლა მოსთხოვა, სია შეადგინა და ხელი მოაწერინა მოსწავლეებს, რომ ისინი ჩვენებას აუცილებლად დაესწრებოდნენ.

 

ფილმი "სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა", რომელიც 16 წუთს გრძელდება და სადაც ე.წ. ციხის კადრებიცაა შესული, ზუგდიდის კულტურის სახლში შაბათს აჩვენეს. მოსწავლეებს შეკრების მიზეზად სხვადასხვა ვერსია დაუსახელეს: მასწავლებლების ნაწილმა ფილმის ჩვენება ახსენა, თუმცა, არ იცოდა, რა ფილმზე იყო საუბარი, ნაწილმა ბავშვებს უთხრა, რომ გამგეობასთან იგეგმებოდა შეხვედრა, ხოლო ნაწილმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ღონისძიება იყო დაგეგმილი და მოსწავლეები აუცილებლად უნდა მისულიყვნენ.

 

ამავე დროს, ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ცრუობს, როცა ამბობს, რომ ორგანიზატორების მოთხოვნით, ბავშვები, რომლებიც თავიანთი სურვილით მივიდნენ ფილმის პრეზენტაციაზე, დარბაზში არ შეუშვეს. სინამდვილეში დარბაზში მყოფთა დაახლოებით ნახევარს 12-დან 17 წლამდე ასაკის არასრულწლოვანები შეადგენდნენ.

 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების შიდა სტრუქტურები გამოიძიებენ, საიდან მოხვდნენ ფილმის პრეზენტაციაზე მოსწავლეები და ურევია თუ არა ამაში პედაგოგების ხელი. 

 

ფილმის ჩვენების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ყოფილი პოლიტპატიმარი გია სალუქვაძე იყო. "ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ტვ "ოდიშის" სიუჟეტში.

 

სიუჟეტის დასრულების შემდეგ გამგეობის თანამშრომლებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა აქტივისტებმა ყოფილი პროკურორის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაის სახლთან მოიყარეს ტავი. მათთან შესახვედრად თავად როლანდ ახალაია გამოვიდა. სიტუაცია არ გამწვავებულა, მხარეები სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლნენ. 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !