სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სისხლის დონორობის შეზღუდვა გაუქმებულია

Image

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" წევრებისა და სხვა მოქალაქეების სარჩელი და გააუქმა შეზღუდვა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ერთერთ მუხლში იყო მითითებული.

 

მუხლი სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ზღუდავდა მოქალაქეთა სისხლის დონორობის უფლებას, „ჰომოსექსუალიზმს" განიხილავდა როგორც სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის აბსოლუტურ წინააღმდეგ ჩვენებას, შესაბამისად, ჰომოსექსუალებს ეკრძალებოდათ ყოფილიყვნენ სისხლის დონორები.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება:

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების ლევანასათიანის, ირაკლი ვაჭარაძის, ლევან ბერიანიძის, ბექა ბუჩაშვილისა და გოჩა გაბოძისკონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N536) და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N241/ნ N1დანართის 24-ე მუხლის და 2007 წლის 27 სექტემბრის N282/ნ ბრძანების N1 დანართის მე-18 მუხლისმე-2 პუნქტის სადავო ნაწილები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზემოღნიშნულიბრძანებები არეგულირებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის საკითხებს.

 

მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმები, „ჰომოსექსუალიზმს" განიხილავდა როგორც სისხლისა და მისიკომპონენტების დონაციის აბსოლუტურ წინააღმდეგ ჩვენებას, შესაბამისად, ჰომოსექსუალებსეკრძალებოდათ ყოფილიყვნენ სისხლის დონორები. მოსარჩლეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმები სისხლის დონორობასთან დაკავშირებით, ჰომოსექსუალებთან მიმართებით ადგენდნენ ბლანკეტურ აკრძალვას და არ ითვალისწინებდნენ იმას, დონორობის მსურველი პირი, რეალურად იყო თუ არა სარისკო სექსუალური ქცევის მქონე.

 

ამასთანავე, სადავო ნორმების მიხედვით, ჰომოსექსულებისაგან განსხვავებით ჰეტეროსექსულებს არ ეკრძალებოდათ დონორობა მიუხედავად იმისა, რომ ისინიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სარისკო სექსულაური ქცევის მქონე პირები და მათი დონორობაც თანაბარი საფრთხის შემქმნელი იქნებოდა რეციპიენტის ჯანმრთელობისათვის. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, მოსარჩელეთა აზრით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (თანასწორობის უფლება) და მე-16 მუხლით (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) განმტკიცებულ მათ უფლებებს.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი და განაცხადა, რომ სადავო ნორმების საშუალებით ხდება ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე დონორების დისტანცირება ტრანსფუზიის პროცესისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტთათვის ინფექციური დაავადებების გადაცემის რისკი.

 

შესაბამისად, სადავო ნორმები ემსახურება ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას - სისხლისა და სისხლის კომპონენტების რეციპიენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ამასთანავე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წარმოადგენდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ, მოსარჩელეთა უფლებების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბრძანებებში ტერმინი „ჰომოსექსუალიზმი" ზედმეტად ფართო შინაარსის მატარებელია და გარდა ინფექციური დაავადების შეძენის მაღალი რისკის მქონე სექსუალური ქცევის გარდა, მოიცავს სხვა სახის სექსუალურ კავშირებს, რომლებიც შესაძლოა არ წარმოშობდნენ რისკებს დონაციის პროცესში. უფრო მეტიც, „ჰომოსექსუალიზმი" შესაძლებელია განხილული იქნეს როგორც სექსუალური ორიენტაცია და იგი არ გულისხმობს ამგვარი სექსუალური კავშირების აუცილებლად ქონას.

 

შესაბამისად, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის უფლების შეზღუდვა არაპროპორციულია და არ არის ლეგიტიმური მიზნის - სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტების უსაფრთხოების შესაბამისი. სასამართლომ ასევე მიუთითა დონორობის შეზღუდვის ხანგრძლივობაზე და მიუთითა, რომ არსებული ტექნოლოგიური პროგრესის გათვალისწინებით, შესაძლებელია აივ-ვირუსისიდენტიფიცირება ინფიცირების ფაქტიდან გარკვეული დროის (ე.წ. "ღია ფანჯრის პერიოდის")შემდეგ.

 

აქედან გამომდინარე, ჰომოსექსუალისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დონორობისაბსოლუტური აკრძალვა მათი უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო ნორმები გამოაცხადა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !